LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიღარიბე ჩვენი ქვეყნის სტრუქტურული პრობლემაა, მაგრამ ის ორჯერ შემცირდა” – გიორგი გახარია

89
100558378-1694867937317770-2690818485780480000-o

საქართველოს პრემიერ მინისტრი მიმდინარე კვირაში, მეორედ წარსდგა პარლამენტში. გიორგი გახარიან ორი დღის წინ პანდემიის პირობებში მთავრობის მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა, დღეს კი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით ინტერპელაციის წესით გამოცხადდა. რეგლამენტის მიხედვით გათვალისწინებულია პრემიერთან კითხვა-პასუხის რეჟიმი და შემდეგ დამაზუსტებელი განხილვები. ოპოზიციას პრემიერის 11-საათიანი გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განხილვაზე არასაკმარისი აღმოჩნდა. რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას მოხსენებიდან არც ერთი ზუსტი და დამაიმედებელი პასუხი არ ყოფილა. “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ დაინტერესდა კოვიდფონდის მიზნობრიობით და პრემიერისგან კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა მოითხოვა.

რეგლამენტის მიხედვით პრემიერის პასუხისთვის განკუთვნილი 15 წუთი გიორგი გახარიამ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბარს დაუთმო. გიორგი გახარიას განმარტებით, მაშინ, როდესაც მთავრობას უფრო სერიოზული საქმე აქვს, პარლამენტის და კანონების პატივისცემის ნიშნად ის დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის სტრატეგიული პრობლემა არის სიღარიბე, მაგრამ მისივე თქმით, პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

“სიღარიბე ჩვენი ქვეყნის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო 10 წლის განმავლობაში. მაგრამ ის შემცირებულია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ის ორჯერ შემცირდა. ჩვენ ქვეყანაში ურთულესი კრიზისის დროს გავზარდეთ პენსია 20 ლარით. ჩვენთვის უკიდურესად მძიმეა სოციალურ თემებზე საუბარი. ჩვენი მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გვქონდეს პროგრესი. ოპოზიციის დემაგოგიური კითხვების პასუხის გაცემა შეუძლებელია. ჩვენი სამწუხარო რეალობა ისაა, რომ თქვენ წარსული გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს და დარჩებით კიდეც იქ, წარსულში”, – უპასუხა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერის კითხვა არასაკმარისი აღმოჩნდა შეკითხვის ავტორისთვის. რომან გოცირიძემ განმარტა, რომ გიორგი გახარიამ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხს შესაბამისი პასუხი არ გასცა, ხოლო რომელსაც უპასუხა, იყო სიცრუე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები