„სიყვარულით გადავწყვიტე ცხოვრების გავლა, რადგან სიძულვილი ზედმატად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა“ – ერთ-ერთ გამოსვლაში ააღნიშნა ცნობილმა აფროამერიკელმა უფლებების დამცველმა მარტინ ლუთერ კინგმა, რომელიც სწორედ საკუთარ პრინციპებსა და იდეალებს ემსხვერპლა.

ცნობილი გამონათქვამები:

თუ ბოროტებას წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მიიღებ, მაშინ შენც მისი თანამოაზრე გახდები.

სიძულვილი სიმსივნეს ჰგავს, რომელიც სრულად ანადგურებს ადამიანის პიროვნებას და ართმევს ცხოვრების ძალას.

სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელიც ნებისმიერ მტერს მეგობრად აქცევს.

სიცოცხლის ბოლოს არა მტრის ნათქვამი გახსენდება, არამედ მეგობრის დუმილი.

თუ მტრის შეძენა გინდა, ნუ იჩქარებ ომის გამოცხადებას, საკმარისია ყველაზე ის თქვა, რასაც სინამდვილეში ფიქრობ.

თუ ადამიანს არ აქვს ის, რისთვისაც სიკვდილი ღირს, მაშინ არც მის სიცოცხლეს აქვს ფასი.

სამყაროში არაფერია გულუბრყვილო უმეცრებასა და გულწრფელ სიბრიყვეზე უარესი.

არ მეშინია როცა უღირსი ადამიანები ყვირიან, თუმცა ძალიან მეშინია, როცა ღირსეულები დუმილს ამჯობინებენ.

ყველაფერი, რასაც ვხედავთ სინამდვილეში მხოლოდ აჩრდილია იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.

აჯანყება მათი ენაა, ვისაც მოსმენაზე უარი უთხრეს.

 

მსგავსი თემები