LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდნეის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა – დაშავდა 37 ადამიანი [ვიდეო]

1454
4Y45U8

ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი თვითმფრინავი ქალაქ ვანკუვერიდან სიდნეის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც მოულოდნელად ტურბულენტურ ზონაში მოხვდა.

BBC-ის ინფორმაციით, რყევები იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები საკუთარი ადგილებიდან გადმოცვივდნენ. შედეგად 37 ადამიანი დაშავდა.

“ადამიანები დაფრინავდნენ, თავს ჭერს ვურტყამდით, ყველაფერი ძირს ეყარა”, – ჰყვებიან ბორტზე მყოფი მგზავრები BBC -სთან.

თვითმფრინავის ბორტზე სულ 284 მგზავრი იმყოფებოდა. ძლიერი ტურბულენტური ზონის გამო ლაინერი ჰავაიში დაეშვა.

დაშავებულებს სამედიცინო დამხარება აღმოუჩინეს, დანარჩენი მგზავრები კი ამ დროისთვის, სასტუმროებში არიან მოთავსებულნი.

თვითმფრინავში მომხდარი შემთხვევის ვიდეოს თვითმხილველი ინტერნეტში ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები