LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, გადარჩენის ალბათობა ორი პროცენტი – ლევან მაისაშვილი

120
levan

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილთან ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ინტერვიუს დიდი ნაწილი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ თავად არაფერი მახსოვს. როგორც შემდეგ ექიმებმა მითხრეს, ფილტვები სრულიად პარალიზებული იყო. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, ჩემი გადარჩენის შანსი 2% იყო. პირველად, როცა ავდექი, ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი, მეორე – უკან და შემდეგ ნახევარი საათი ვისვენებდი. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი ხმელეთზე.

დაინფიცირებამდე 85 კგ. ვიყავი, ხოლო როდესაც გავიღვიძე – 60-62. სიარულზე საუბარიც კი არ იყო და თავდაპირველად, ფეხზე დგომაც კი წინსვლად ჩაითვალა. ძალიან, ძალიან, რთული იყო, თუმცა უკვე ყველაფერი წესრიგშია.

მითხრეს, რომ საქართველოში ჩემი ამბავი ყველამ გაიგო და მგულშემატკივრობდნენ. სამშობლო ძალიან მიყვარს და როდესაც თუნდაც ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ვბრუნდები, დიდი ემოციები მაქვს.

გასაგებ მიზეზთა გამო, ამჯერად ყველაფერი კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაგუნდელები, მორაგბეები – ყველანი დამხვდნენ“.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს და საკუთარ საქმეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით დაინფიცირდა და იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში ერთ თვე უგონო მდგომარეობაში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები