რა ძირითადი და აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს ბავშვების გაყვანა ქალაქგარეთ. რა ოდენობით უნდა მიიღოს წყალი პატარამ და  შესაძლოა თუ არა წყალი ჩაანაცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა. კითხვაზე, როგორ მოვიქცეთ, თუ პატარამ ცხელ ამინდებში მადა დაკარგა, ეკა უბერი ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს:

„ეს ჩვეული მომენტია, მთავარია, რომ ბავშვი დავტვირთოთ სითხეებით, შესაძლებელია დღის რეჟიმის შეცვლაც, ხშირად ჩვილები თვითონ მოძებნიან ხოლმე გამოსავალს, ღამე კარგად ჭამენ და დღის ნორმას ამით ავსებენ, დღის განმავლობაში კი დიდ შუალედებს აკეთებენ, იგივე რეჟიმი შეიძლება მოვარგოთ მოზრდილ ბავშვსაც.სიცხის გამო მადის დაკარგვა, არანაირად არ არის საგანგაშო, მაქსიმალურად მსუბუქი საკვები შევთავაზოთ, არა ცხიმიანი, ადვილად მონელებადი. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების შენახვის პირობების დაცვა, არსებობს მალფუჭებადი პროდუქტები, მათ შორის რძის ნაწარმი, სადაც ბაქტერიების და განსაკუთრებით სტაფილოკოკის ჩამოყალიბების რისკი მაღალია, ასეთი პროდუქტები უნდა შეიძინონ ვადის გათვალისწინებით. მოერიდეთ ტემპერატურის ცვალებადობას. ასევე ყურადღებით იყავით სუპებთან, 30-40 წუთში შეიძლება სუპი გაფუჭდეს. სასურველია, რომ სუპი და ფაფა ჭამის წინ მომზადდეს და დაუყოვნებლივ მივცეთ ბავშვებს. კრემიან საკონდიტრო ნაწარმს მაქსიმალურად აარიდეთ თავი, განსაკუთრებული ტოქსიურობით ხასიათდება და შესაძლოა ცუდ დღეში ჩააგდოს პატარა. ის, რასაც ჩვენ მოვინელებთ, შესაძლოა, მომწამვლელი იყოს პატარასთვის“.

ვრცლად გადაცემა…

კატეგორიები: ჯანმრთელობა

მსგავსი თემები