LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიცხე შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც გახდეს” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს

272

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

„სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე,” – ამბობენ ცენტრში.

რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

  • დეჰიდრატაცია(გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
  • გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სითბური გამოფიტვა;
  • სითბური დაკვრა.

 

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 75 წლისა და ზემო ასაკის ხანდაზმულები
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
  • ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)

 

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • შეეცადეთსაცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკსგადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
  • ღამითგააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისითშეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზისმხარეს ჩამოაფარეთ  დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთსველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუსახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტისსაფრთხეს.
  • ვენტილატორიგამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

რეკომენდაციები სრულად ნახეთ ლინკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები