LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიამოვნებით შევთავაზებთ ივანიშვილს – “გირჩი” გირჩის ფორმის კანფეტებს არიგებს [ფოტო, ვიდეო]

198
ეს

მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე პარტია “გირჩის” აქტივისტები ტკბილეულით გამოჩნდნენ. აქტივისტები ადგილზე არიგებენ კანფეტებს, სადაც პარტიის სიმბოლიკაა გამოსახული.

მათი განცხადებით, უბანზე ეგზიტპოლებს ატარებენ.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა “ფორტუნას” განუცხადა, აღნიშნული კანფეტებით სიამოვნებით გაუმასპინძლდებიან ბიძინა ივანიშვილსაც, რომელსაც მთაწმინდის საარჩევნო უბანზე წუთი წუთზე ელოდებიან.

ცნობისთვის, აგიტაცია მხოლოდ კენჭისყრის შენობაშია აკრძალული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები