“ფინკა ბანკში” საზაფხულო აქცია დაიწყო. როგორც “ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ამ პერიოდში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას სამთვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.

ბანკის ცნობით, საზაფხულო შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3 თვის განმავლობაში გადაიხადოს მხოლოდ სესხის საპროცენტო ნაწილი, ხოლო სესხის ძირის თანხის გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ.

“ფინკა ბანკის” საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ აქციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს.

„ეს შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ზაფხულის პერიოდში ჰქონდეთ მეტი ფინანსური რესურსი,  რადგან ამ პერიოდში ბევრი სხვადასხვა ხარჯი ემატება ოჯახს: დასვენების, რემონტის, სკოლის პერიოდისათვის მზადებაც დაიწყება მალე და ა.შ. დაზოგილი თანხა მათ პირადი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება, ეს მომხმარებლებისათვის არის სესხის გადასახადისგან თავისუფალი 3 თვე”, – აცხადებს აბაშიძე.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები