LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

"შვილს რატომ აყურებინეთ ეს მარაზმი, გაგიჟდით მგონი" – ნანუკა ჟორჟოლიანი თიკა ჯამბურიას დაკავებაზე

4904
ნანუკა

ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თიკა ჯამბურიას დაკავების შესახებ ინფორმაციას აზიარებს და მომღერლის ამ ფორმით დაკავებას აპროტესტებს.

“შვილს რატომ აყურებინეთ ეს მარაზმი. პატრულის მანქანაში რატომ ჩასვით ბავშვი! გაგიჟდით მგონი” – წერს ჟორჟოლიანი.  

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს [ვიდეო]

როგორც თავად დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.

ტელეწამყვანმა მალევე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მას ეჩხუბნენ, ჯამბურია ქოცია და რატომ იცავო.

„ერთ პოსტზე მეჩხუბებიან, ჯამბურია ქოცია და რატო იცავო. მგონი ყველა უნდა ამოვწყდეთ და ეგაა შველა“, – წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს მომღერალი პუშკინის სკვერთან პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. მოგვიანებით, ის ხელწერილით გათავისუფლდა.

დაკავებისას მასთან ერთად მისი 8 წლის ქალიშვილი იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები