LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილი მეორედ მომიკლეს“ – ოჯახი უარყოფს, რომ შაქარაშვილს სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა

1718
222

„კურიერმა“ მოიპოვა ინფორმაცია, თუ რა დაზიანებები ჰქონდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს. საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან.

ირკვევა, რომ 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე ჰქონდა 10-მდე დაზიანება. მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე.

გავრცელდა იმ ხელკეტის ფოტომასალა, რომლითაც ახალგაზრდებმა დაზიანებები მიიღეს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტოები 22 ივნისით არის დათარიღებული.

ფაილი 60 ფოტოს მოიცავს, ფოტომასალებიდან ირკვევა, რომ ცხედარი მდინარე არაგვში ფეხშიშველ მდგომარეობაშია ნაპოვნი.

შაქარაშვილის სხეულს უამრავი დაზიანება აქვს მიყენებული, მარჯვენა ხელის მოტეხილობა, მარჯვენა მკლავზე დაზიანებები და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები. სხეულის სხვადასხვა არეში გიორგი შაქარაშვილს უამრავი დაზიანება ჰქონდა.

11-12 ტომში განთავსებულ ფოტოებში არის იმ რკინის მილის ფოტო, რომელსაც ნიკა ჟვანია ფლობდა და ამას ჩვენებაშიც ამბობს. ნივთმტკიცებულებებს შორის არის ასევე კრამიტები.

სხეულს დაზიანებები მდინარეში მოხვედრამდე აქვს მიღებული თუ მას შემდეგ, ამას პასუხს მიმდინარე კვირას გავიგებთ, რომელიც  მიმდინარე კვირას წესით უკვე ცნობილი უნდა გახდეს.

გავრცელებული ინფორმაცია უარყო გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ რომელიც ამბობს, რომ მსგავსი დაზიანებები გიორგის არ ჰქონია.

მისი თქმით, შაქარაშვილს არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია. გავრცელებული სიუჟეტის შემდეგ, კი ფეხბურთელის დედა ცუდად გახდა. ბიძის თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დედამისი, ცუდად გახდა.

„ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე მე­ტად, სკან­და­ლე­ბი და რე­ი­ტინ­გე­ბი აღელ­ვებთ. მე არ მი­ნა­ხავს სიუჟე­ტი. გი­ორ­გის დე­დამ და­მი­რე­კა ტი­რი­ლით, მე­ო­რედ მო­მიკ­ლეს შვი­ლიო, მითხრა. არა­ნა­ი­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა არ ჰქონ­და გი­ორ­გის. მას რაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქო­და, ისი­ნი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ იყო. კი­დევ ყურ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ გავ­რცელ­და ინფრ­მა­ცია, თით­ქოს მოც­ლი­ლი ჰქონ­და, ესეც სიც­რუ­ეა. ექ­სპერ­ტმა ბევ­რჯერ თქვა გარ­კვე­ვით, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა რა­მეს მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ველს ამ ეტაპ­ზე“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ფეხბურთელის საქმე თავდაყირა დგება: ვის ეკუთვნის არაგვთან ნაპოვნი წინდები და არსებობს თუ არა გარდაცვალების კადრები

მოკლა თუ არა შაქარაშვილი ცაციამ? – ადვოკატი ადასტურებს, რომ ცაციას იცავს, თუმცა ამტკიცებს, რომ ის დანაშაულს ვერ ჩაიდენდა

ვინ და რას იტყუება შაქარაშვილის საქმეში: კორონავირუსით დაინფიცირებული მოწმე და „ქუჩურ მენტალიტეს“ შეწირული ჩვენებები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები