შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. ამ ეტაპზე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 173 მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.

ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეპუტატმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა მისთვის უცნობი მამაკაცი მას დაემუქრა.

“ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო,” – ამბობს ოხანაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05