LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიული კომპანიები დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს ბინის ქირის ფულს გადაუხდიან

66
cmpnws

შვეიცარიის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიებს დისტანციურად დასაქმებულების ბინის ქირის გადახდას დაავალდებულებს.

უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქალაქ ლოზანას ფედერალურმა სასამართლომ ჯერ კიდევ 23 აპრილს მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუკი დამსაქმებელი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობას ავალდებულებს, მაშინ საცხოვრებლის ქირის ნაწილი მაინც უნდა დაუფაროს.

სარჩელი კი ერთ–ერთი საბუღალტრო ფირმის თანამშრომელმა შეიტანა. მას დისტანციურად მუშაობა უწევდა, რის გამოც ისედაც პატარა ბინის სამუშაო კაბინეტად გადაქცევა მოუხდა. მისი დამსაქმებელი–კომპანია კი ირწმუნებოდა რომ მსგავსი ვალდებულება კონტრაქტით არ ქონდა აღებული, ამიტომ არაფრის გადახდა არ ევალებოდა.

სასამართლომ ეს არგუმენტი უარყო და დასაქმებულის სარჩელი დააკმაყოფილა.

კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ქირის ფული იმ შემთხვევაშიც კი როცა თანამშრომელი საქმიანობას არსებული ბინიდან ეწევა და ახალი ფართის დაქირავება არ უწევს. ყოველთვიური კომპენსაციის თანხად – 150 ფრანკი ანუ 154 ამერიკული დოლარი დადგინდა და ამ ფულს ყველა დისტანციურად დასაქმებული მიიღებს.

ექსპერტთა შეფასებით, შვეიცარიის გადაწყვეტილება ნამდვილად ლოგიკურია. საქმე ისაა, რომ დამსაქმებელმა თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა აუნაზღაუროს. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იმ ადამიანებს ეხება, ვისაც სახლიდან მუშობა ხელმძღვანელობის მითითებით უწევს, ხოლო მათ კი ვინც დისტანციურად თავისი ნებით მუშაობს, კომპენსაციის მიღების იმედი არ უნდა ქონდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები