LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიელი ახალწვეულები სამხედრო სამსახურს სახლებში მოიხდიან

107
suissearmt

ათასობით შვეიცარიელი ახალწვეული ჯარისთვის აუცილებელ უნარებს სახლიდან დაეუფლება. სამხედრო სამსახური ონლაინ–რეჟიმზე გადადის.

მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო. ყაზარმები ინფექციის გადადების სერიოზულ რისკს ქმნის, ამიტომ ჯარისკაცებს მსახურება სახლებიდან მოუწევთ.

ონლაინ–ჯარი 6 ათასამდე ახალწვეულს ელის. ისინი დღეში 6 საათი ივარჯიშებენ და ეს ვარჯიში 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დავალებების შესრულებაში მათ სპეციალური მობილური აპლიკაცია დაეხმარება. კვირაში ოთხი საათიანი ფიზიკური აქტივობაც მათი პროგრამის ნაწილია.

„ინდივიდუალურ ვარჯიშებს ჯარისკაცები სახლებში გააკეთებენ. აპლიკაცია მათ პროგრამის შესრულებაში დაეხმარება“, – შვეიცარიის არმიის წარმომადგენელი დენიელ რეისტი.

თებერვლის შუა რიცხვებისთვის კი ახალგაზრდები სამხედრო დანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც აჩვენებენ თუ როგორ შეძლეს პროგრამის ათვისება. თუმცა, მანამ სანამ ისინი უფროს კოლეგებს შეუერთდებიან Covid-19–ის ტესტის ჩაბარება მოუწევთ.

ამის შემდეგ კი მათ ფიზიკური მომზადების ჩვენებაც მოუწევთ და თუკი გამოცდა ვერ ჩააბარეს, წინ ძალიან რთული კვირები ელით.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად შვეიცარიელთა სამხედრო წვრთნები 18 კვირა გრძელდება და 18 წელს მიღწეული მამაკაცებისთვის მათი გავლა სავალდებულოა.

2018 წლის რეფორმების შემდეგ შვეიცარიელ სამხედროთა რაოდენობა 140 ათასიდან 100 ათასამდე შემცირდა. აქედან 10 ათასი პროფესიონალია, დანარჩენები კი მოხალისეები ან კონტრაქტით მომუშავე პირები არიან.

სამხედრო სამსახური ქალებისთვის სავალდებულო არ არის და შვეიცარიის ჯარში ათასამდე მანდილოსანი მსახურობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები