LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიაში შოკოლადის წვიმა მოვიდა

291
FORTUNA.GE (10)

შვეიცარიაში შოკოლადის წვიმა წამოვიდა. ქალაქ ოლტენის მაცხოვრებლებმა დაინახეს, როგორ ცვიოდა კაკაოს ფხვნილი ციდან. მან სახლები, გზები და მანქანები დაფარა.

როგორც გაირკვა, ასეთი ტკბილი შემთხვევის მიზეზი საკონდიტრო ფაბრიკა Lindt & Sprüngli-ზე ტექნიკური გაუმართაობა გახდა. სავენტილაციო სისტემაში ხარვეზი დაფიქსირდა, შემდეგ კი ქარმა კაკაო მთელ ოლქს მოაფრქვია. ინფორმაცია დაადასტურა ფაბრიკის პრესსამსახურმაც. კომპანიამ პირობა დადო, რმ მალევე აღმოფხვრიდა შედეგებს და მანქანებსაც გარეცხავდა შოკოლადისგან.

ამასთან, Lindt-ში ირწმუნებიან, რომ კაკაოს ფხვნილი არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს ადამიანებისთვის და არც ეკოლოგიისთვის.

სავენტილაციო სისტემა უკვე გამართულად მუშაობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები