თუკი გსურთ სამსახური, სადაც მინიმალური ვალდებულებები გექნებათ და თან საკმაოდ სოლიდურ ხელფასსაც აიღებთ, მაშინ იცოდეთ, რომ შვედეთში თქვენი ოცნების ვაკანსია გამოცხადდა.

შვედეთის რადიოს ინფორმაციით https://sverigesradio.se  იძებნება ადამიანი, ვისაც გოტენბურგის სადგურზე დილით შუქის ანთება და საღამოს ჩაქრობა დაევალება. ეს ყველაფერი მან მკაცრად განსაზღვრულ დროებში უნდა გააკეთოს და დღის დანარჩენი ნაწილი სრულიად თავისუფალი იქნება. შერჩეულ კანდიდატს სხვა მოვალეობა არ ექნება და კონტრაქტიც სიცოცხლის ბოლომდე იმოქმედებს.

პროექტის ავტორები ადგილობრივი ხელოვანები სიმონ ჰოლდინა და იაკობ სენებიუ გახდნენ. ისინი მზად არიან, რომ „სამუდამო თანამდებობაზე

“ დანიშნულს ხელფასი თვეში – 2 032 ევრო გადაუხადონ და შემოსავალი მომავალ წლებში რეგულარულად 3,2%–ით გაიზრდება.

თუკი დასაქმებული მოისურვებს, სამსახურიდან წასვლა ნებისმიერ დროს შეეძლება, სხვა შემთხვევაში კი ეს თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე ექნება. პროექტის ავტორები მზად არიან, ხელფასი 120 წლის განმავლობაში იხადონ.

ხელოვანთა აზრით, ამ ვაკანსიის მიღება იმ ადამიანს შეუძლია, ვინც უკვე ცხოვრობს გოტენბურგში ან მზადაა, რომ საცხოვრებელი სამუდამოდ შეიცვალოს, რადგან სადგურში მისვლა ყოველდღიურად მოუწევს.

გოტენბურგის სადგური 2026 წლისთვის გაიხსნება, ასე რომ კანდიდატებს სივების გასაგზავნად საკმარისი დრო აქვთ. პროექტის ავტორების განცხადებით, მათ უკვე 150–მდე განაცხადი მიიღეს და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაა გამოგზავნილი.

მსგავსი თემები