კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრმა გააკრიტიკა შვედური მეთოდი. როგორც ცნობილია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით შვედეთში  ახალი ვირუსის შესაკავებლად მნიშვნელოვანი შეზღუდვები არ დაუწესებიათ.

შვედეთის მაგალითის გათვალისწინებით ბევრმა გააპროტესტა კარანტინში ყოფნა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დასკვნების გაკეთება ნაადრევი იყო.

შვედეთში, გასული შვიდი დღის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ევროპაში ყველაზე მაღალია.

ახალი კორონავირუსით 12 მაისიდან 19 მაისამდე შვედეთში 1 მილიონ ადამიანზე დღეში საშუალოდ 6.25 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დროს შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე უფრო ნაკლები ადამიანი არის გარდაცვლილი ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, იტალიაში, ბელგიასა და საფრანგეთში.

თუმცა, შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე ახალი ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში: დანიაში, ნორვეგიასა და ფინეთში.

შეგახსენებთ, შვედეთმა, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, კრიზისის მართვის განსხვავებული გზა აირჩია – სკოლები არ დაკეტილა. ბიზნესების უმეტესი ნაწილი, მათ შორის რესტორნები და ბარები ღიაა, მოქალაქეებს კი, გადაადგილების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია მოიწონა.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები