LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთმა ტყის ხანძრის ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარება ითხოვა

68

შვედეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის მასშტაბურობის გამო, შვედეთმა ტყის ხანძრის ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარება ითხოვა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

ადგილობრივ მეხანძრეებს, რომლებიც სტიქიას უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ებრძიან, ექვსი ქვეყნიდან ჩასული კოლეგები ეხმარებიან. მათ შორისაა იტალია, რომელმაც შვედეთს 13 მეხანძრე და ორი ვერტმფრენი გამოუყო.

მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია უკვე მოხდა.

შვედეთში ასეთი ხანძარი ბოლო 12 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. სტიქია ბალტიის ზღვიდან არქტიკულ წრემდე არსებულ ტერიტორიაზე მძვინვარებს.

ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რჩებიან. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები