LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთმა 2017 წელს საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ შეიფარა

186

2017 წელს შვედეთის საიმიგრაციო სამსახურს თავშესაფრის მოთხოვნით, საქართველოს 963-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან არც ერთი არ დაკმაყოფილდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკაშია ასახული.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 579 საქართველოს მოქალაქეს უარი პირდაპირ უთხრეს. 173 აპლიკაცია კი, დუბლინის რეგულაციის მიხედვით, განსახილველად სხვა სახელმწიფოს გადაეცა.

დანარჩენი აპლიკაციები კი საიმიგრაციო სამსახურს საერთოდ არ განუხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები