შვედეთის ქალაქში მაცხოვრებელთა ტემპერატურას დააკვირდებიან, რათა ეპიდემია არ გამოეპაროთ. ქალაქ ჰელსინგბორგის ხელისუფლება სხეულის ტემპერატურის მონიტორინგს იწყებს. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია და ის სპეციალური სენსორების დახმარებით ხორციელდება. სენსორების გამოყენებით გამოითვლება საშუალო ტემპერატურა და მის ცვლილებას დიდი ყურადღებით დააკვირდებიან. ამ გზით მედიკოსებს სეზონური ეპიდემიის მოახლოება არ გამოეპარებათ და მას მომზადებულები დახვდებიან.

სენსორები დაამონტაჟეს ყველგან, მათ შორის რკინიგზის სადგურებზეც და ტექნოლოგიამ მუშაობა სატესტო რეჟიმში უკვე დაიწყო. შემოსული ინფორმაცია ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და პროექტისთვის შექმნილ ვებ–გევრდზე Epitrend განთავსდება. კონფიდენციალობის დასაცავად ტექნოლოგია არანაირ პერსონალურ ინფორმაციას არ შეაგროვებს, ამიტომ მოსახლეობას შეუძლია ამ საკითხთან დაკავშირებით არ იდარდოს.

შემოსული მონაცემები მედიკოსებს ეპიდემიის დაწყებამდე შეამზადებს, მაგალითად თუკი საჭიროება იქნება საავადმყოფოებში დამატებითი ადგილები გამოიყოფა. გარდა ამისა, პროექტი მეცნიერებს იმის დადგენაში დაეხმარება, თუ რა გავლენას ახდენს გარე ფაქტორები ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე და როგორ იცვლება ის წელიწადის დროებთან ერთად.

ცოტა ხნის წინ კვლევით დამტკიცდა რომ ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურა ყოველ წელს სულ უფრო და უფრო იკლებს. თუმცა, სპეციალისტები ამ ფენომენის გამოწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ.

 

მსგავსი თემები