LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის

358
(201104) -- STOCKHOLM, Nov. 4, 2020 (Xinhua) -- A man wearing a face mask walks in the street during the COVID-19 pandemic in Stockholm, capital of Sweden, on Nov. 3, 2020. (Photo by Wei Xuechao/Xinhua)

შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შეზღუდვები დაწესდება. ეს შვედეთის ხელისუფლების აქამდე არსებული პოლიტიკის საწინააღმდეგო ნაბიჯია.

The Wall Street Journal-ი წერსმ რომ შემოდგომის ბოლოს შვედეთში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ქვეყნის მთავრობამ დასავლეთ ევროპაში უნიკალურ მცდელობაზე უარი თქვა და პანდემიის შეკავების მიზნით შეზღუდვებს დააწესებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ალკოჰოლის გაყიდვა საღამოს 10 საათის შემდეგ აიკრძალება. ერთად შეკრება კი მაქსიმუმ 8 ადამიანისთვის იქნება დასაშვები. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფვენმა მოსახლეობას მოუწოდა უარი თქვან სპორტულ დარბაზებში, რესტორენბში, კაფეებსა და ბიბლიოთეკებში სიარულზე.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში ვირუსის 278 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 7 067 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები