LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები – საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

179
archevnebi_axali2

ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო. დღეს არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება.

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება ხუთ მუნიციპალიტეტში, ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კი საკრებულოების შუალედური არჩევნებია.

მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული.ზესტაფონში მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული. ჭიათურის მერობა 13 კანდიდატს სურს. ზუგდიდის მერობისთვის კი 16 კანდიდატი იბრძვის.რაც შეეხება ხულოს, აქ  მერობის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძვის – მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

19 მაისის რიგგარეშე და შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

ცესკოს ინფორმაციით, აკრედიტაცია გაიარა 45 მედიასაშუალებამ და 1917 აკრედიტირებულმა წარმომადგენელმა. ამასთანავე, არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები