LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტორმმა “კიარამ” ევროპაში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

171
BeFunky-collage (2)

შტორმმა “კიარამ” ევროპაში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთში ამჯერად განგაშის ყვითელი დონე გამოცხადდა.

მსხვერპლია პოლონეთში, შვედეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და სლოვენიაში.

შეზღუდვები დაწესდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც, სკოლები კი დაიხურა. ზოგიერთ რეგიონში შეზღუდულია სარკინიგზო და საავტომობილო გადაადგილება.

ავიარეისები გადაიდო ბრიტანეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების აეროპორტებში. ნიუ-იორკიდან აფრენილმა ლაინერმა ქარიშხალის დახმარებით გზა ლონდონამდე რეკორდულ დროში თითქმის 5 საათში დაფარა.

შეგახსენებთ, ევროპის ქვეყნებს შტორმი „კიარა“ 9 თებერვალს დაატყდა თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები