LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: „სიტუაცია სრულად კონტროლდება, ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“

162
1

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ „დარიალ“-ზე არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს“

როგორც უწყებაში აცხადებენ, სიტუაცია სრულად კონტროლდება და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის:

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” – ზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. არ გვინდა, ქვეყანამ კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში იცხოვროს“, – ამბობს პრიგოჟინი.

ამავე თემაზე:

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით – ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენი მთავრობა ალბათ ჯერ ისევ ვერ იჯერებს, რუსეთში რაც ხდება და თფუი ეშმაკსო იძახის ალბათ“ – ალეკო ელისაშვილი

გიორგი გახარია: მოვუწოდებ მთავრობას, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.. საფრთხე რეალურია, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან

პოპულარულები