LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს – სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით, წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან

66
shss-700x336..

ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან. აღნიშნული ინფორმაცია არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები