LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო: დამნაშავეები ნარკოტიკს ინტერნეტით ყიდდნენ

104
Capture

შსს-მ 1994 წელს დაბადებული ი.ხ. და 1996 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებით დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია “ტელეგრამში”, სადაც სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდნენ.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული 180 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს.

პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4200 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,ექსტაზი” და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები: „მდმა“, „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“ ამოიღო. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7200 აშშ დოლარი, 3520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია ინფრომაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები