LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

172
ssssss

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს ლაშა ბექაური ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“, – აცხადებენ შსს-ში.

ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ლაშა ბექაური აღნიშნავს, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები