LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის პოლიტიკა იქნება, რომ კომპრომისი მოიძებნოს და არავითარ შემთხვევაში არ განვითარდეს რევოლუციური სცენარი – კახა გოგოლაშვილი

124
kakha-gogolashvili-w-h

„აშშ შეეცდება მაქსიმალურად მშვიდობიანად და სწრაფად დაეხმაროს კრიზისის მოგვარებაში“,-ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

“ფორტუნას” კითხვაზე, ოპოზიციის მოლოდინი რომ აშშ სახელმწიფო მდივნს რეაგირება ექნებოდა არჩევნების შედეგებზე და მომავალ პარლამენთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისზე რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკული მხარე განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებდა, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ არ იზიარებს ოპოზიციის პრეტენზიებს.

„ამერიკის ადმიანისტარცია შეეცდება მაქსიმალურად მშვიდობიანად და სწრაფად დაეხმაროს საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლიტურად არ იზიარებს ოპოზიციის პრეტენზიებს. რათქმაუნდა აშშ-ის პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად პრაგმატული და მიმართული იქითკენ, რომ კომპრომისი მოიძებნოს და არავითარ შემთხვევაში არ განვითარდეს რევოლუციური სცენარი. მაგრამ ამავე დროს, დემოკრატიის შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ამ გზავნილების ერთობლიობა ამ სურათს იძლევა“,-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

შედით პარლამენტში: ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შეგახსენებთ, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს საქართველოში ჩამოვიდა.

მაიკ პომპეომ ოფიციალური შეხვედრები დღეს საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციით დაიწყო. დღესვე სახელმწიფო მდივანი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

წინასწარი მოლოდინის მიუხედავად, შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ.

ოპოზიციის გადაწყვეტილება არ შევიდნენ პარლამენტში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა “უკვე ნანახ ფილმს” შეადარა და ოპოზიციას მოუწოდა პარლამენტში შევიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები