LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შრომის უსაფრთხობის კანონის” მიღებას მთავრობა ხელოვნურად აჭიანურებს – EMC

103

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  საქართველოს პარლამენტში 2017 წლის 1 ივნისს ინიცირებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შეფერხებას ეხმიანება. EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას განაახლოს ინტენსიური მუშაობა კანონპროექტზე და უახლოეს ვადებში დაასრულოს მისი განხილვისა და მიღების პროცესი.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო პროცესის დაწყებამ პრობლემის აღიარების, პოლიტიკური ნების მომწიფების, საბოლოოდ კი კანონის მიღების ბუნებრივი და ლეგიტიმური მოლოდინი გააჩინა, რაც მთავრობისა და პარლამენტის გეგმით 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მიმდინარე კვირის  მოვლენებმა აჩვენა რომ კანონპროექტის გადამუშავების პროცესი მთავრობის მხრიდან არსებითად გაჭიანურდა.

“კანონპროექტის მეორე მოსმენის წინა დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და წინააღმდეგობა გაუწიეს რამდენიმე თვის წინ შეთანხმებულ ბაზისურ საკითხს ინსპექტირების მექანიზმის მიერ სანქციების გამოყენების პრინციპთან მიმართებით, რამაც გადაავადა კანონპროექტის განხილვის პროცესი და მისი წლის ბოლომდე მიღების შესაძლებლობა სრულად გამორიცხა,”-აღნიშნავენ EMC-ში.

შედეგად, სამინისტროებს შორის მიმდინარე 5 თვიანი სამუშაო პროცესი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს შორის შეთანხმების ეტაპზეა გაჩერებული, რაც ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება და ეჭვის ქვეშ აყანებს ამ დრომდე მიმდინარე სამუშაო პროცესს და ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ პირვანდელ პოლიტიკურ ნებას.

EMC მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან „შრომის უსაფრთხობის კანონის“ მიღების პროცესი დაუსაბუთებლად და ხელოვნურად არის გაჭიანურებული, ამასთან, სამუშაო ჯგუფში გამოთქმული არაერთი ფუნდამენტური კრიტიკის მიუხედავად, კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია არ ასახავს EMC-ის მიერ პარლამენტისათვის გაზიარებულ არაერთ არსებით საკითხს, რომლებიც სამუშაო პროცესის ფარლებში ასევე წარმოადგენდა პროფესიული კავშირებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის მთავარ საგანს.

არსებითი საკითხები, რომელსაც კანონპროექტის ტექსტი კვლავ არ ასახავს:

  • კანონის მოქმედების შეზღუდული სფერო
  • დასაქმების ადგილებზე უპირობო დაშვების მექანიზმის არარსებობა
  • სანქცირების მექანიზმის არაეფექტიანობა
  • საზედამხედველო ორგანოს გაძლიერების საკითხის გაუთვალისწინებლობა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები