LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხის დროს რესტორნიდან გამოსულ ქვეითებს მანქანა დაეჯახა

143
BeFunky-collage (1)

ორი ადამიანი დაშავდა ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. შემთხვევა რესტორან “სამეფოსთან” მოხდა, სადაც უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხი იყო.

უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს

კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციამ მას დანებება შესთავაზა, თუმცა ჭიჭიაშვილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ის ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, რა დროსაც მოკლეს. „ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო. […]

არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი მანქანა რესტორნიდან გამოსულ ქვეითებს დაეჯახა. დაშავდა ქალი და მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისში, მეორე კი მრავლობითი დაზიანებით თელავის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტები ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

რესტორან “სამეფოს” თანამშრომელი მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასა და შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხს შორის რაიმე კავშირს უარყოფს.

“აქ არაფერი არ მომხდარა, თქვეს, რომ მოხდა სადღაც სოკარის ტერიტორიაზე, 2 ადამიანი დაშავდა. სასწრაფოების ხმა იყო გადაიყვანეს საავადმყოფოში,”- აცხადებს რუსთავი 2-თან ვაჟა ფარეშიშვილი

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები