LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოპინგისთვის ყველაზე იაფი და ცნობილი ადგილები მსოფლიოში

375
BeFunky-collage (3)

შოპინგი მოგზაურობის ერთ-ერთი განუყოფელი და სასიამოვნო პროცესია.  ხშირად მოგზაურობის დაგეგმვამდე სწორედ ამ საქმისთვის შესაფერის ადგილებს ვიძიებთ და წინასწარ ვგეგმავთ ჩვენს ბიუჯეტს.

„ბონ ვოიაჟი“ მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ და ბიუჯეტურად ხელმისაწვდომ  ადგილებს გაგაცნობთ,სადაც ბევრი ადამიანი ხშირად მხოლოდ შოპინგისთვისაც მიემგზავრება.

ჰონკონგი

ცნობილია, რომ იგი არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე იაფი სავაჭრო ადგილია მსოფლიოში, არამედ ერთ-ერთი საუკეთესოც! აქ ნახავთ ფართო ასორტიმენტს ქსოვილებიდან ავეჯით დასრულებული.

ტოკიო

გაჯეტების  მოყვარულები ნამდვილად დააფასებენ ამ იაფი სავაჭრო დანიშნულების ადგილს. აქ,  ტექნოლოგიების ფართო არჩევანი და დაბალი ფასებია.  აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად.

 

ვიეტნამი

შევაჭრების მოყვარულებისთვის  აქ  ნამდვილი სამოთხეა, მშვენიერი ქუჩები უამრავი სავაჭრო დახლებითა და თვალუწვდენელი არჩევანით, რაც მთავარია ძალიან დაბალ ფასად.

შევაჭრება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თითქმის სპორტია, ასე რომ თუ ამ ხელოვნებას კარგად ფლობთ ნივთები მესამედ ფასად და უფრო ნაკლებადაც შეგიძლიათ შეიძინოთ.

ტაილანდი

ძნელია დატოვო ტაილანდი გადავსებული ჩემოდნის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, თუ გადიხარ დედაქალაქ ბანკოკში.

მრავალფეროვანი და იაფი ბაზრობები აქ გვიანობამდე მუშაობს. ტაილანდში სხვადასხვა ტიპის ბაზრობებს შეხვდებით,სადაც თითქმის ყველა სახის ნივთის შეძენას შეძლებთ.

თურქეთი

სტამბულში შოპინგი ასევე ხელმისაწვდომი და საყვარელი საქმიანობაა მოგზაურებისთვის.   ერთხელ მაინც თუ ეწვევით გრანდ ბაზარს აუცილებლად დაგეგმავთ მეორე ვიზიტსაც.  ცნობილი გრანდ ბაზარი პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ბაზარია და 4000-ზე მეტ მაღაზიას მოიცავს. აქ ყველაფერია:  ანტიკვარული ნივთები, ხალიჩები, სამკაულები და ტანსაცმელი. დაბალი ფასები და მეგობრული შევაჭრება თქვენს შოპინგს კიდევ უფრო სარფიანს გახდის.

 

ეს ზღაპრული ქალაქი გთავაზობთ დიდ შემოთავაზებებს სხვადასხვა ლოკალურ და იმპორტირებულ პროდუქტებზე, ასე რომ, აუცილებლად ჩამოდით ცარიელი ჩემოდნით და ისიამოვნეთ აქაური  ბაზრობით.

მადრიდი

მადრიდი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი იაფი სავაჭრო ადგილი.

გიგანტური უნივერმაღები, დიზაინერების ბუტიკები და  რამდენიმე საუკეთესო ყოველკვირეული  ბაზრობა ტურისტების საყვარელი სამიზნეა.  კვირა დღეს კი გირჩევთ გაემგზავრეთ El Rastro- სკენ, სადაც  ესპანეთის ყველაზე მსხვილი და მრავალფეროვანი  ბაზრობა დაგხვდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები