LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შიშველი ხელით ვყრიდით ფილაქანს და იმ ქვებს ვესროდითო” – ზურა ჯაფარიძე 9 აპრილზე

137
cms-image-000039483

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს. როგორც ის ამბობს, დარბევისას რუსთაველის გამზირზე მისი ბიძა იყო. სწორედ მისგან მოყოლილი ფრაზები ახსოვს ჯაფარიძეს.

“გირჩის” ლიდერი წერს, რომ რუსი ჯარისკაცეების სახეებზე მაშინ შემჩნეული გამომეტყველება, მეორედ 2008 წელს ნახა…

 

„89 წლის 8 აპრილს მთელი დღე ველოსიპედზე გავატარე

9-ში ღამე კუნთები ისე მტკიოდა, რომ მიუხედავად ჩემი ძმის წინააღმდეგობისა, მამაჩემმა მიტინგიდან სახლში წამოგვიყვანა სადღაც ორისკენ, ბიძაჩემი დარჩა

მერე მახსოვს ღამით დედაჩემის კივილი, რუსებმა ხალხი დახოცეს რუსთაველზე, თამაზის რამე ხომ არ დაემართაო; და მამაჩემი როგორ იცვამდა შარვალს და აპირებდა წასვლას მის მოსაძებნად

გამთენიისას მახსოვს დაბრუნებული დასისხლიანებული ბიძაჩემი, კიბეებზე ამოდიოდა გაფითრებული, ხელებგადატყავებული და იძახდა – ეს რა ქნეს, ხალხი დახოცეს, ამათი დედას***

ნიჩბებს ურტყამდნენ ხალხს, ზედა ქუჩებზე აგვდენეს, შიშველი ხელით ვყრიდით ფილაქანს და იმ ქვებს ვესროდითო

გათენებულზე მახსოვს კომენდანტის საათი და რუსული ბეემპე მრგვალ ბაღთან, ზედ შემომჯდარი სპეციფიურ გამომეტყველებიანი, ავტომატიანი ნაბიჭვრებით

სახის ზუსტად ეგ გამომეტყველება მეორედ ვნახე 2008-ში, იმ ნაბიჭვრების შთამომავალთა სახეებზე

ესაა 9 აპრილი ჩემს მეხსიერებაში,“ – წერს ზურა ჯაფარიძე.

 

ფოტო: ქეთი მაჭავარიანი 2015 წ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები