LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა (ვიდეო)

152
Capture

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

გარდა ამისა სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება მოქალაქთა მომსახურების სივრცეები მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში. ასევე დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი.

სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარე კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარდება. ასევე გაგრძელდება ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები.

 

პოპულალურები