LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა გავრცელების პერიოდზე გადავედით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო – კალაძე

147
BeFunky-collage (3)

შეკავების პერიოდიდან გადავედით უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე და აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შიდა გადაცემის დაფიქსირების გამო, თუ საჭირო გახდება, თვითიზოლაციის წესები გამკაცრდება.

სამეგრელოში კონტროლი მკაცრდება: რეგიონის შესასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა

„ის, რომ შიდა გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა, ამას ყველა ველოდებოდით და საუბარიც იყო. შეკავების პერიოდიდან გადავედით უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე და აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. თუ საჭირო იქნება გამკაცრება, მომდევნო დღეების განმავლობაში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ ცნობილი იქნება ყველასთვის. თუ არის დამატებითი ღონისძიებები, დამატებითი ნაბიჯების გადადგმა საჭირო, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეიდან სამეგრელო -ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს
ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები