LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეზღუდვებს არაფერი აქვს საერთო ვირუსის გავრცელების პრევენციასთან” – გირჩი საგენგებო მდგომარეობის აკრძალვებს სასამართლოში ასაჩივრებს

130
გირჩი

პარტია გირჩი საგანგებო მდგომარეობის რამდენიმე აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გირჩი ითხოვს, რომ გაუქმდეს შემდეგი შეზღუდვები:

მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზღუდვა;

სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;

ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

ეს ის საკითხებია, რომლებსაც “გირჩი”, 13 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პარტიის იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ შეზღუდვები არაკონსტიტუციურია.

“ამ შეზღუდვებს არაფერი აქვს საერთო ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და სინამდვილეში ის სპექტაკლია, რომელიც საარჩევნოდ მოაწყო ხელისუფლებამ.

თუ ხელისუფლება თვლის, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცველია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან?” — ამბობს ჯგერენაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები