LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება: ბიძინა კულუმბეგოვი

150
კულუმბეგოვი-scaled

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თვლის, რომ შეზღუდვები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ის რეკომენდაციები აღნიშნა, რომელიც ქვეყანამ “უსწრაფესად უნდა აამოქმედოს”.

სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები…

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება!!!”-აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით პიკის ფაზაში შევიდა და ეს პერიოდი უახლოესი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული. ამ ეტაპზე გეგმაშია მხოლოდ არსებული რეგულაციების აღსრულება და კონტროლის გამკაცრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები