LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეყვარებულები და ბედნიერები – ვენსან კასელი და ტინა კუნაკი პრემიერაზე (ფოტო)

vinsen

პარიზის ოპერაში ახალი ფილმის „პარიზის იმპერატორის“ პრემიერა შედგა. ჟან-ფრანსუა რიშეს ახალი ფილმის ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი ვენსან კასელი მეუღლესთან, 21 წლის ტინა კუნაკისთან ერთად დაესწრო. მეუღლეები ფოტოგრაფებთან ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ და დიდხანს იპოზიორეს წითელ ხლიჩაზე.

ტინა კუნაკი პრემიერაზე შავი ფერის ატლასის პალტოში იყო გამოწყობილი. ანსამბლს კი „პრადას“ 3 ათას დოლარიანი ჩანთა ასრულებდა. ელეგანტურ სტილზე გააკეთა არჩევანი 52 წლის კასელმაც, რომელიც ახალ მეუღლესთან ერთად ძალიან ბედნიერი ჩანდა. რაც შეეხება თავად ფილმს, ის მე-19 საუკუნის ცნობილ დამნაშავეზე, ეჯენ ფრანსუა ვიდოკზე გვიყვება, რომელიც პოლიციელი ხდება. ვიდოკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ნაციონალური უსაფრთხოების სამსახური შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები