LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეყვარებულები და ბედნიერები: ტინა კუნაკი ვენსან კასელის ჟაკეტით (ფოტო)

717

ვენსან კასელი და ტინა კუნაკი სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ერთად ქორწილის შემდეგ. ამჯერად ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული წყვილი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. წყვილი ფოტოგრაფებთან წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებული გამოვიდა. ისინი ბედნიერები უღიმოდნენ ფოტოგრაფებს და გრძნობების აფიშირებასაც არ ერიდებოდნენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია 51 წლის ვენსან კასელის სტილი. მსახიობმა არჩევანი ჯინსის შარვალსა და პერანგზე გააკეთა, ხოლო ანსამბლს ნაქსოვი თბილი ჯაკეტი შეუხამა. რაც ეხება 21 წლის ტინა კუნაკის, ის თეთრი ფერის ტანზე მომდგარ, სექსუალურ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც სალათისფერი დეტალები ამშვენებდა. საინტერესოა, რომ ჩვენების დასრულების შემდეგ ტინა კუნაკი ფოტოგრაფებმა უკვე ვენსან კასელის ჟაკეტით დააფიქსირეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები