LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის გამო… საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს: ჯიმ რიში

94
ჯიმ რიში

საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ეხმიანება და წერს, რომ „ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს, რომელიც დრამატულად განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან“.

ჯიმ რიში „შეწუხებულია დაშინებისა და ხმების მოსყიდვის მრავალი ცნობის გამო“ და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მეორე ტურის ორგანიზებისას ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები უნდა მოაგვაროს.

„შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მრავალი ცნობის გამო. საქართველოს მთავრობამ მეორე ტურის ორგანიზებისას უნდა მოაგვაროს ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები, მათ შორის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ საარჩევნო პერიოდის დროს და თამაშის არათანაბარი პირობები მმართველ პარტიასთან დაპირისპირებული პარტიებისთვის. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, – ნათქვამია სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები