LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევდივარ სპორტულ ფორმაში, გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები…“ – სააკაშვილი

104
misha22

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მომდევნო 100 დღე საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება. სააკაშვილის მტკიცებით, მომდევნო 100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან აღარ იქნება.

ამის შესახებ უკრაინის მთავარმა რეფორმატორმა ახალგაზრდებთან ონლაინდიალოგის დროს განაცხადა.

სააკაშვილი ამბობს, რომ სპორტულ ფორმაში შედის და გადამწყვეტი ნახტომისთვის ემზადება.

“შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი სასურველია, არ იყოს უფსკრულში, რადგან უფსკრულში მიდის ჩვენი ქვეყანა.

საქართველოში ანესთეზიას გვიკეთებენ, რომ დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი არ გაანძრიოთ, ფეხი არ გაანძრიოთ. ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვებენ ტურისტებს, ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ, რადგან რაც მეტად ღარიბი იქნება ხალხი, მით უფრო ადვილად, უფრო იაფად გაიყიდება, ივანიშვილის აზრით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა უმთავრესია მომავლის რწმენის განმტკიცებაზე მუშაობა და ამისთვის ყველა პარტიამ უნდა იზრუნოს:

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს, გადავდოთ ეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინსაუბარში.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მთავარია, დამოუკიდებელი სასამართლო. ამისთვის კი საუკეთესო გამოსავალია ყვეყანაში უცხოელი მოსამართლეები ჩამოვიყვანოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები