LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუსრულებელი მისიის“ გადაღებები იტალიაში კორონავირუსის გამო შეწყდა

73
Left to right: Director Christopher McQuarrie, B Camera/Steadicam Operator Marcus Pohlus
and Tom Cruise (right) on the set of MISSION: IMPOSSIBLE - FALLOUT, from Paramount Pictures and Skydance.

კომპანიამ ,,პარამაუნტ ფიქჩერს” მიიღო გადაწვეტილება, შეწყვიტოს ფილმის „შეუსრულებელი მისიის“ მეშვიდე ნაწილის გადაღებები, რომელიც ამ ეტაპზე იტალიაში, კონკრეტულად კი ვენეციაში მიმდინარეობს. კინოკომპანიამ ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც იტალიაში კორონავირუსის 150 შემთხვევა დაფიქსირდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება სიფრთხილისა და პრევენციის გამო იქნა მიღებული.

ცნობილია, რომ ტომ კრუზი და სხვა მსახიობები, გადამღებ ჯგუფთან ერთად სახლში ბრუნდებიან. კომპანია იმედოვნებს, რომ სამკვირიანი გადაღებების განახლებას მალე შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები