ის, რაც მოხდა არც კარგია და არც ცუდი, კვოტები ფაქტობრივად, დაახლოვდა ერთმანეთთან, – ასე აფასებს თვითმმართველობის არჩევნებისათვის გენდერული კვოტირების ცვლილებებს „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

ახალი რედაქციით პარტიულ სიაში ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

როგორც მეგრელიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, ვინაიდან პარტია გენდერული კვოტირების საკითხს არ ემხრობა, ის ფაქტი, რომ კვოტის საჭიროება უფრო ნაკლებია მიესალმებიან, თუმცა ზოგადად, მიდგომა არასამართლიანი მიაჩნიათ.

“ჩვენ გენდერული კვოტირება ქალების მიმართ ძალიან არასამართლიანი მოპყრობა გვგონია, შეურაცხმყოფელია, როდესაც ჩვენ გენდერული კვოტები შეგვეხო საპარალმენტო სიის დაკომპლექტების დროს, მაშინაც საჯაროდ ვსაუბრობდით , შემოვლითი გზაც ვიპოვეთ გენდერული კვოტების და დღეს ოთხი მამაკაცია „გირჩის“ სიაში.

ჩვენ საერთოდ, არ ვემხრობით არანაირი კვოტირებას, გვგონია, რომ ადამიანები თანასწორები არიან მიუხედავად მათი სქესისა. პოლიტიკაში ქალების განსხვავებული პროცენტული შემადგენლობა ეს მხოლოდ ინტერესებს უკავშირდება და არა, ვინმეს ჩაგვრას”- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

ცნობისთვის, ქალთა მოძრაობის წევრებმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და თქვეს, რომ ახალი ცვლილება თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა თანასწორ თანამონაწილეობას ზღუდავს.

ქვეყანაში კაცი პოლიტიკოსები ცდილობენ როგორმე ჩაჩეხონ ქალი პოლიტიკოსები – ბაია პატარაია

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები