LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს – გრიგორი კარასინი

601
გრიგორი კარასინი

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისში მართლმადიდებლობის ასამბლეის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და აღშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით, რომელთაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი თავის ანტირუსული განწყობების ამოსაფრქვევად გამოიყენეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„მათი აგრესიული ქმედებების გამო, ასამბლეის 25 ქვეყნის წევრი პარლამენტარები იძულებულები გახდნენ, დროზე ადრე შეეწყვიტათ სამუშაო. მიუხედავად ამისა, ჩვენ განწყობილები ვართ, გავაგრძელოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ხაზი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესშია“, – განაცხადა კარასინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები