LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესანიშნავი კადრი ხატია ბუნიათიშვილის თბილისური კონცერტიდან

512
xatia-buniatishvili-news12121

ხატია ბუნიათიშვილი საქართველოს ეწვია და „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა, ორი კონცერტი დაუკრა.

ღონისძიებას ესწრებოდა ფოტოხელოვანი ზაქარია ჭელიძე, რომელმაც კონცერტზე გადაღებული შესანიშნავი კადრი გამოაქვეყნა და დაწერა:

„ხატია ბუნიათიშვილი არის მუსიკა შოუს ელემენტებით. თვალს ვერ წყვეტ და არასოდეს გინდა დასრულდეს.
და მთავარი, ძალიან კარგი ადამიანია,რადგან უსაზღვროდ ბევრ თაყვანისმცემელს შეხვდა, არავის გული არ დასწყვიტა.
იმდენ ახალგაზრდა ჰყვარებია, გამიკვირდა, რომ ამ მუსიკას უსმენენ და ასე უყვართ, ეს სასიხარულოა ?
ენერგია გადამდებია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები