LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, საქართველოში აცრილი ტურისტების სახმელეთო გზით შემოშვებაც განიხილონ

78
thumb

მარიამ ქვრივიშვილი აცრილი ტურისტების სახმელეთო გზითაც შემოშვების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა.

„ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორებია, რომლებსაც წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეჰქონდათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. კოვიდ-პანდემიის პერიოდში ვნახეთ, როგორ დაზარალდა ეს სექტორები. ახლა ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ ამ სექტორების და ინდუსტრიების აღდგენა; რამდენად შეიძლება დღეს უკვე დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ მოხდეს სახმელეთო საზღვრების გახსნა იგივე პრინციპით ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მეზობელი ქვეყნებისთვის, საიდანაც შემოდიოდნენ ტურისტები? იგივე პრინციპში ვგულისხმობ აცრილ ტურისტებს, რომლებსაც თავისუფლად ვუშვებთ ქვეყანაში საჰაერო გზით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ლი თებერვლიდან მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები