LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, რესტორნებს შაბათ-კვირას მუშაობა აეკრძალოთ

373
img6120

ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სარესტორნო ბიზნესის „ლოქდაუნს“ ნიშნავს,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს.  როგორც იცით, დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მინისტრების მხრიდან აღინიშნა, რომ სექტორი ინფექციის გავრცელების რისკს ქმნის. ბურჯანაძის განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად ეკონომიკური გუნდის მინისტრების მხრიდან სამი შესაძლო იდეა დასახელდა: სრულად მიტანის სერვისზე გადასვლა, სამუშაო საათების შემცირება და შაბათ -კვირას მუშაობის შეზღუდვა და ამასთან, მთავრობა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდანაც ელის იდეებს, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„დადებითად შეიძლება შეფასდეს, რომ სექტორთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა მომავალი გადაწყვეტილებებისთვის, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ შესაძლო პრობლემებიდან. მათი მხრიდან საუბარია, რომ სფერო დღესდღეობით ეპიდემიის გავრცელების შესაძლებლობას წარმოადგენს და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ თავყრილობები თავიდან იქნას აცილებული. მე მარტივად განვუმარტე, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვების შესახებ, ნიშნავს ასიათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას. დილემური საკითხია და აუცილებელია ოქროს შუალედის გამონახვა, ამიტომ მსჯელობა გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან ელოდებიან ინიციატივებს, რომელიც სიტუაციას გაანეიტრალებს და შეზღუდვების საჭიროებას მოხსნის და საბოლოოდ ერთობლივად მივალთ კონსენსუსამდე“,-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები