LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, პირბადეები „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს გამოგვიმუშავებს – ახალი კვლევა

528
Capture

შესაძლოა, პირბადეები „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ იმუნიტეტს გამოგვიმუშავებს. აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსებმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალთან ინტერვიუში ისაუბრეს.

New England Journal of Medicine“-სთან საუბრისას მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ სწორედ პირბადეების დამსახურებით დღეს გაცილებით მეტი კოვიდინფიცირებული ავადობს გაცილებით მსუბუქი ფორმებით ან საერთოდ სიმპტომების გარეშე, ვიდრე ადრე. თეორიის თანახმად ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმში ნიღბის წყალობით ვირუსის გაცილებით პატარა დოზა ხვდება.

თანდათან უფრო იზრდება სწორედ ამ მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულებები. უკვე ითვლება, რომ რამდენად მძიმედ წარიმართება დაავადება, ამას ორგანიზმში თავდაპირველად მოხვედრილი ვირუსის რაოდენობა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ შესაძლოა პირბადეები ადამიანებს უნებლიედ იმუნიტეტს უძლიერებენ მის წინააღმდეგ. მსოფლიოს წამყვანი მკვლევარები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით მეტი კვლევაა საჭირო, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ იქამდე, ვიდრე მსოფლიო ვაქცინის მოლოდინშია, პირბადეების ტარება არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები