LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა პროდუქტები გააძვიროს

153
cms-image-000002698

მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირების ერთ-ერთი წინაპირობაა, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს.

ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაძვირებულია საწვავი, ასევე მომატებულია ფასები გაზსა და ელექტროენერგიაზე. ჯამში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პროდუქტების ფასზე და ამას მოსახლეობა სულ მალე ჯიბეზე იგრძნობს.

„ფასების ზრდა გარდაუვალია. გარდა იმისა, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ცვლილებამაც კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოგვაქცია“,- აღნიშნავს ჭყონია.

მისივე განმარტებით, არასტაბილური პოლიტიკური გარემო გაურკვევლობაში და მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს, რომელიც კოვიდ პანდემიამ ისედაც საკმაოდ დაასუსტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები