LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნას გამოყენებული, არ არსებობს – ხუციშვილი

63
ipiccy_image

თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნეს გამოყენებული, არ არსებობს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოდან ბელარუსში რადიოკავშირის სისტემები სანქციების გვერდის ავლით გასვლას ეხება.

მინისტრის განცხადებით, გადაცემაში გასული სიუჟეტი ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომელსაც წარმომადგენლობა საქართველოშიც ჰყავს.

„შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ამ ოპერაციასთან მიმართებაში ძალიან დეტალურად განაცხადა, თუ რასთან გვქონდა საქმე და შესაბამისად, ეს გადაცემა და ეს სიუჟეტიც ცალსახად აჩვენებს იმას, რომ თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იქნეს გამოყენებული არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, მოწოდება ნამდვილად სამართლიანია, რომ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყოს ის მტკიცებულებები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრალდებები ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიას ეხება, რომლის წარმომადგენლობაც არის საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი და ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაზიარება ბუნებრივია, მათთან მოხდება, თუ ასეთი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ხოლო მეორე მხრივ, ამ ნაწილში საქართველოსთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ იარსებებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოპერაცია იყო ლეგალური, რაც საქართველოში განხორციელდა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები