LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარეგნული სილამაზე სინამდვილეში ქალის განწყობაა” – შერონ სტოუნის ცხოვრების წესი

2332
Sharon-Stone-Computer-Wallpaper

მართალია, 1990-იანი წლების მთავარი სექს-სიმბოლო შერონ სტოუნი ახლა მხოლოდ ეპიზოდური როლებით ჩნდება ეკრანზე, მაგრამ 61 წლის მსახიობი მაინც აქტიური ცხოვრების წესს მისდევს და ოპტიმიზმით უყურებს მომავალს. გთავაზობთ სტოუნის რამდენიმე საინტერსო მოსაზრებას, რომელიც საკუთარი ცხოვრების წესის და უმთავრესი პრინციპების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

  • ცხოვრების პირველ ნახევარში ქალის  სახე ისაა, რითაც დაიბადა, მეორე ნახევარში კი ის, რაც დაიმსახურა.
  • შესაძლოა ნანობთ ყველაფერს, რაც ახალგაზრდობაში აკეთეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიბერეში მხოლოდ გოლფი უნდა ითამაშოთ და არაფერის კეთებით დაიღალოთ.
  • არასდროს ვცდილობ საკუთარი ასაკის შენიღბვას. უბრალოდ მინდა ვიყო ქალი, რომელიც იმდენად კარგად გამოიყურება, რამდენადაც ასაკი აძლევს საშუალებას.
  • ძალიან ჯიუტი, მოქანცავი და ყოველთვის ენთუზიაზმით სავსე ვარ. დედა ხშირად ხუმრობდა, რომ  შეუპოვრობის წყალობით ესკიმოსისსაც თავისუფლად მივყიდდი ყინულს.
  • 40 წლის ასაკში ღვინის ბოთლით ჩავიკეტე აბაზანაში და საკუთარ თავს შევპირდი, რომ მანამდე არ გავიდოდი აბაზანიდან, სანამ საკუთარ თავს ისეთად არ მივიღებდი, როგორიც სინამდვილეში ვიყავი.
  • მართალია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში – ქორწინებასა და ჯანმრთელობაში არ გამიმართლა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და მაინც ოპტიმიზმით გავაგრძელე ცხოვრება.
  • როგორც უინსტონ ჩერჩილმა თქვა, „თუ ჯოჯოხეთის გავლა გიწევს, მაშინ მაქსიმალურად სწრაფად გაიარე!“.
  • მართალია, სამყაროში არასდროს იქნება მშვიდობა და სრული სიმშვიდე, მაგრამ, შვებისა და ჰარმონიის პოვნა ყოველთვის შეიძლება საკუთარ თავში.
  • ავა გარდნერი ულამაზესი ქალი იყო, რადგან ყოველთვის ასაკის შესაბამისად გამოიყურებოდა და არასდროს ცდილობდა დამსგავსებოდა პატარა გოგონას.
  • თუ ხშირად დაინტერესდებით შვილების სურვილებით, მაშინ ცხოვრებასაც უკეთ გაიცნობთ და საკუთარ თავსაც.
  • ქალს სიყვარულის იმიტირება შეუძლია, მამაკაცთა უმეტესობა კი, ქორწინებას იმიტირებს.
  • საკმაოდ გვიან მივხვდი, რომ გარეგნული სილამაზე სინამდვილეში ქალის განწყობაა. თუ სილამაზის შენარჩუნება გსურთ ყოველთვის ის აკეთეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები