LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენი ცვლილება იწყება აქ” – კომპანია “გოლიათი” თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის საკვებ დანამატებზე ყოველკვირეულ ფასდაკლებებს გთავაზობთ

240
BeFunky-collage (4)

ჯანსაღი ცხოვრების ერთგვარი ინდიკატორი კარგი განწყობა, ასევე სრულყოფილი და ჯანმრთელი სხეულია, რომლის მიღწევა დღეს ძალიან მარტივია. ლამაზი, დახვეწილი და ძლიერი სხეულის ფორმები ადამიანის ემოციურ, მენტალურ, ფიზიკურ და სულიერ სფეროებს მოიცავს.

შენი ცვლილება იწყება აქ

სრულყოფილი სხეულის მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა. ყველაზე ეფექტური გზა ამისთვის, მაღალი ხარისხის საკვები დანამატებია, რომელსაც მაღაზიათა ქსელი “გოლიათი” გთავაზობთ.

როგორც კომპანის დამფუძნებელი ვაჟა იმნაძე ამბობს, კომპანია უკვე 6 წელია წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია ქვეყნის 3 ქალაქშია წარმოდგენილი (თბილისი, რუსთავი და ქუთაისი).

“ჩვენ წარმოვადგენთ 6 პრემიუმ კლასის ბრენდის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და დღემდე რჩება მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება ყველაზე კონკურენტუნარიან ფასად. ვთანამშრომლობთ როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ კომპანიებთან. თითოეული პროდუქტი გადის ხარსხის მაღალ კონტროლსა და სერთიფიცირებას.

გვაქვს საკმაოდ მოქნილი კურიერული მომსახურება, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე საქართველოს ყველა წერტილში. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოში წამყვან სპორტულ დარბაზებთან, სპორტულ ფედერაციებთან, კომპანიებთან და ვაწვდით მათ მაღალი ხარისხის პროდუქტს.

გამომრინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ პირდაპირი, ოფიციალური იმპორტიორები, საქართველოს ბაზარზე გამოვირჩევით საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასებით, გარდა ამისა გვაქვს ყოველკვირეული ფასდაკლებები და ექსკლუზიური შეთავაზებები სხვადასხვა მოთხოვნად პროდუქტებზე”, – აცხადებს “გოლიათის” დამფუძნებელი.

რა არის საკვები დანამატები ?

სპორტული კვების დანამატები მიღებულია ბუნებრივი ნედლეულის სპეციალური დამუშავების შედეგად. ხშირ შემთხვევაში კონკრეტული დანამატი გამოიყენება კუნთის ზრდისთვის და ვარჯიშის შემდეგ მათი აღდგენისთვის.

არჩევანი მრავალფეროვანია, რომელიც შესაძლებელია თქვენი სხეულის საჭიროებებს მოარგოთ. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დანამატია ცხიმწველები. მათი გამოყენება საკმაოდ ეფექტურია წონის დასაკლებად.

რომელი დანამატი მივიღოთ?

მთავარი არის სწორი არჩევანის გაკეთება. ამ შემთხვევაში საჭიროა მოახდინოთ დანამატების სახეობების სწორი კლასიფიკაცია და მიიღოთ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნილებების მიხედვით. ამაში კომპანია გოლიათის კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან.

არჩევანი მრავალფეროვანია

პროტეინები, კრეატინები, ამინომჟავები, გეინერები, ცხიმწველები, ენერგეტიკები, ანაბოლიკები, გლუტამინები, ვიტამინები, თევზის ქონი – ყველაფერი, რაც ჯანსაღ კვებას, სახსრების ჯანმრთელობას და სილამაზეს უკავშირდება.

გარდა ამისა, აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ აქსესუარები: შეიკერები, მაისურები, ქამრები, ხელთათმანები, ელასტიური ბინტები/რეიპები და სხვა.

შენი გზა სილამაზისკენ

კომპანია გოლიათი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია შვილობილი კომპანიით „ნუტრი ვეი“, რომელიც სამედიცინო კუთხით ოპერირებს და ის სპეციალურად ქალებისთვის არის განკუთვნილი.

 

აქ ყველაფერია თქვენი სილამაზისთვის და ჯანმრთელობისთვის: D ვიტამინი, თევზის ქონი, კოლაგენი, მულტი ვიტამინები, ჰიალურონის მჟავა და სხვა, რაც დაკავშირებულია თმის, კანის, ფრჩხილის მოვლასთან. ასევე წონის კორექცია, ძილის მოწესრიგება, სახსრების ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება და ა.შ.

კომპანია „გოლიათი“ და „ნუტრი ვეი“ მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს არც მომავალში მოაკლებს.

ჩვენი მისამართებია:

თბილისი: ც. დადიანის ქ. N 7, სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”, II სართული, მაღაზია N B224

ქ.რუსთავი: მე-20 მკ/რ, 6/2 კორპ.

ქ.ქუთაისი ა. წერეთლის ქ. 4ა, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, II სართ. მაღაზია #45